თემა: იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა "იავნანამ რა ჰქმნა?"
მიზანი:
- ლეტერატურული ტექსტის კითხვა და ანალიზი- საკუთარი აზრის დასაბუთება
- პერსონაჟის დახასიათება
- საკუთარი სიტყვებით ტექსტის შინაარსის გადმოცემა
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები:
ქართ. V. 1. სვამს კითხვებს მოსმენილი ტექსტის უკეთ გასააზრებლად / ამა თუ იმ საკითხის დასაზუსტებლად;ქართ. V. 1. წარმოაჩენს ნაწარმოების პერსონაჟს სხვადასხვა კუთხით (მიუთითებს მის როგორც დადებით, ისე უარყოფით თვისებებზე)
ქართ. V. 4. ასახელებს სხვადასხვა თვალსაზრისით მისთვის საინტერესო ადგილებს ტექსტიდან.
ქართ. V. 6. ხმამაღლა, გამართულად და გამომეტყველებით უკითხავს თანაკლასელებს შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან;
ქართ. V. 7. გამოყოფს და ასახელებს ტექსტის მთავარ საკითხებს;
ქართ. V. 7. ტექსტის მთლიანი გააზრების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა.
ქართ. V. 8. გააზრებულად აკავშირებს სათაურს ტექსტთან
ქართ. V. 8. საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს;
აქტივობა1: გამოწვევა ( 8 წთ)
მოსწავლეთა გამოწვვევის მიზნით ვუჩვენებ ნაწყვეტს ფილმიდან : "იავნანამ რა ჰქმნა?", ბოლო სცენას, როცა ქეთოს ახსენდება ყველაფერი და მაგდანას დაუძახებს დედას.
აქტივობა 2: კითხვა-პასუხი ( 10 წუთი)
ვსაუბრობთ იმ ემოციებზე რომელიც დაეუფლათ ფილმის ყურებისას.
1. კიდევ რომელი ნაწაროები გაქვთ წაკითხული ან ნანახი იაკობ გოგებაშვილისა?
2. ვინ არის იაკობ გოგებაშვილი. რა ინფორმაციას ფლობთ მის შესახებ.
3. ჩანს თუ არა სათაურში მოთხრობის მთავარი სათქმელი?
4. როგორი ძალა ჰქონია სიმღერას?
5. რატომ არის მოთხრობა ქვესათაურებად დაყოფილი?
აქტივობა 3: ჯგუფური მუშაობა 15 (წთ)
მასწავლებელი ყოფს კლასს 4 ჯგუფებად. სტიკერის ფურცელზე წერს მოთხრობის ქვესათაურებს, თითო სტიკერზე სამ ქვესათაურს. 1. სამშობლო ღვინისა, 2. სოფელი ვაშლოვანი. 3.ლეკები კახეთში. 4. ქეთოს იტაცებენ. 5. მდევარი. 6. ქეთოს ნაიბი ყიდულობს. 7. ქეთო ლეკ-ქალად იქცევა. 8. ამაო ცდა ქეთოს მამისა 9. ქეთოს მამა იტაცებს. 10. ქეთო საშინლად იტანჯება. 11. იავნანამ რა ჰქმნა? 12. ქეთო და მისი დედობილ-მამობილი. 13. ქეთოს ბედნიერება. თითოეული ჯგუფი იღებს ერთ სტიკერს და იწყებს მოთხრობის იმ ნაწილის კითხვას, რომელიც მას შეხვდება. ამზადებენ კითხვებს მეორე ჯგუფისთვის. დაფაზე მოცემულია სქემა, სადაც იწერება რომელმა ჯგუფმა რამდენ კითხვას უპასუხა.
აქტივობა 4: ვენის დიაგრამა ( 10 წთ)
მაგდანი და ზურაბი - ნაიბი და მისი ცოლი. მოსწავლეები ეძებენ ამ ორი ოჯახის მსგავსებასა და განსხვავებას.
No comments:
Post a Comment