პროექტის სახელწოდება: დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
- სასახლეში დაცული არქივების, გამოფენილი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალების , ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტების, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის პირადი ნივთების , მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონანტების, რელიგიური სიწმინდეების გაცნობა სხვა კუთხის მოსწავლეებისათვის.
პროექტის აქტუალობა:
- გაიხსენონ და ვინც არ იცის გაეცნოს სამეგრელოში არსებული დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ისტორიას.
პროექტის მიზნები:
- მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის უნარ-ჩვევები;
- განუვითარდებათ საკომუნიკაციო უნარები: წერის, კითხვის, მოსმენის, საუბრის.
- შეისწავლიან ისტორიულ კვლევას, ისტორიული მოვლენების ქრონოლოგიის მიხედვით განლაგებას და გადმოცემას მიღებული ინფორმაციის.
- პრეზენტაციის უნარის განვითარებას
- ინტერვიუსთვის საჭირო უნარ-ჩვევების დასწავლა.
მონაწილეთა ასაკი:
13,14,15 წელი
ვადები, ხანგრძლივობა:
2 თვე
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
- სკოლაში დადიანების მუზეუმის პრეზენტაცია
- ბუკლეტები, რომელშიც შევა ის ინფორმაცია და ფოტო მასალა, რომელსაც მოიძიებენ მოსწავლეები.
- ექსკურსია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში.
- კედლის გაზეთი
- Blogger-ის შექმნა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
- ინტერნეტი, მუზეუმში შესასვლელი ბილეთი, ფოტოაპარატი, რვეული, საწერკალამი, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, ბროშურები, მარკერი, გუაში.
პროექტის მსვლელობა:
- თემასტან შესაბამისი ლიტერატურის, ძველი გაზეთების, ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება.
- ქუჩაში კითხვარის შედგენა: რა იცის მოსახლეობამ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შესახებ და რის გაგებას ისურვებდა.
- სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიების მიხედვით ვიდეოების ჩაწერა, რა ინფორმაცია აქვს დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შესახებ ჩვენს ბაბუებს და რა ინფორმაცია აქვს დგევანდელ თაობას ვიდეოების ჩაწერა, რათა ნათელი გავხადოთ რამდენად გადმოგვცეს ჩვენმა წინაპრებმა და როგრო შევძლებთ მის გადაცემას მომდევნო თაობისათის.
- მოძიებული ფოთო მასალებით გამოფენის მოწყობა სკოლაში.
- პრეზენტაცია სამი სხვადასვხა მიმართულებით: 1.არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალების , ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტები. 2.უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის პირადი ნივთები 3.რელიგიური სიწმინდეები
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია, გეოგრაფია, რელიგია, ქართული.ხელოვნება.
პროექტის ხელმღვანელი(მასწავლებელი);
ლელა კვარაცხელია
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა ;
lelekvaracxelia@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი ბლოგი:
lelakvaracxelia.blogspot.com
No comments:
Post a Comment