Sunday, July 19, 2015

გაკვეთილის გეგმა ქართულ ლიტერატურაში

თემა: იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა "იავნანამ რა ჰქმნა?"

მიზანი: 

- ლეტერატურული ტექსტის კითხვა და ანალიზი
- საკუთარი აზრის დასაბუთება
- პერსონაჟის დახასიათება
- საკუთარი სიტყვებით ტექსტის შინაარსის გადმოცემა
               

მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები:

ქართ. V. 1. სვამს კითხვებს მოსმენილი ტექსტის უკეთ გასააზრებლად / ამა თუ იმ საკითხის დასაზუსტებლად;
ქართ. V. 1. წარმოაჩენს ნაწარმოების პერსონაჟს სხვადასხვა კუთხით (მიუთითებს მის როგორც დადებით, ისე უარყოფით თვისებებზე)
ქართ. V. 4.  ასახელებს სხვადასხვა თვალსაზრისით მისთვის საინტერესო ადგილებს ტექსტიდან.
 ქართ. V. 6. ხმამაღლა, გამართულად და გამომეტყველებით უკითხავს   თანაკლასელებს შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან;
ქართ. V. 7. გამოყოფს და ასახელებს ტექსტის მთავარ საკითხებს;
 ქართ. V. 7. ტექსტის მთლიანი გააზრების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა.
 ქართ. V. 8. გააზრებულად აკავშირებს სათაურს ტექსტთან
 ქართ. V. 8. საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს;
               

აქტივობა1:    გამოწვევა  ( 8 წთ)


 მოსწავლეთა გამოწვვევის მიზნით ვუჩვენებ  ნაწყვეტს ფილმიდან : "იავნანამ რა ჰქმნა?", ბოლო სცენას, როცა ქეთოს ახსენდება  ყველაფერი და  მაგდანას დაუძახებს დედას.
აქტივობა 2:    კითხვა-პასუხი  ( 10 წუთი)

  ვსაუბრობთ იმ ემოციებზე რომელიც დაეუფლათ ფილმის ყურებისას.
1. კიდევ რომელი ნაწაროები გაქვთ წაკითხული  ან ნანახი იაკობ გოგებაშვილისა?
2. ვინ არის იაკობ გოგებაშვილი. რა ინფორმაციას ფლობთ მის შესახებ.
3. ჩანს თუ არა სათაურში მოთხრობის მთავარი სათქმელი?
4.  როგორი ძალა ჰქონია სიმღერას?
5. რატომ არის მოთხრობა ქვესათაურებად დაყოფილი?

აქტივობა 3:   ჯგუფური მუშაობა  15 (წთ)


მასწავლებელი ყოფს კლასს 4  ჯგუფებად. სტიკერის ფურცელზე წერს მოთხრობის ქვესათაურებს, თითო სტიკერზე სამ ქვესათაურს.  1. სამშობლო ღვინისა, 2.  სოფელი ვაშლოვანი. 3.ლეკები კახეთში. 4. ქეთოს იტაცებენ. 5. მდევარი. 6. ქეთოს ნაიბი ყიდულობს. 7. ქეთო ლეკ-ქალად იქცევა. 8. ამაო ცდა ქეთოს მამისა 9. ქეთოს მამა იტაცებს. 10. ქეთო საშინლად იტანჯება. 11. იავნანამ რა ჰქმნა? 12. ქეთო და მისი დედობილ-მამობილი. 13. ქეთოს  ბედნიერება.   თითოეული ჯგუფი იღებს  ერთ სტიკერს და იწყებს  მოთხრობის იმ ნაწილის კითხვას,  რომელიც მას შეხვდება. ამზადებენ  კითხვებს მეორე ჯგუფისთვის. დაფაზე მოცემულია სქემა, სადაც იწერება რომელმა ჯგუფმა რამდენ კითხვას უპასუხა.

აქტივობა 4:  ვენის დიაგრამა ( 10 წთ)


  მაგდანი და ზურაბი  -    ნაიბი და მისი ცოლი.  მოსწავლეები ეძებენ ამ ორი ოჯახის მსგავსებასა და განსხვავებას.


საშინაო დავალება:    მოთხრობის ჩემეული გაგრძელება.

შეფასება: განმსაზღვრელი, ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა.

რესურსები:

  კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო, ფერადი სტიკერი, საწერკალამი.

Friday, July 17, 2015

პროექტი


პროექტის სახელწოდება:  დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი. 

პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:  


  • სასახლეში დაცული  არქივების,  გამოფენილი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული  მასალების , ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტების, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის პირადი ნივთების , მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონანტების, რელიგიური სიწმინდეების გაცნობა სხვა კუთხის მოსწავლეებისათვის.

პროექტის აქტუალობა: 


  •  გაიხსენონ და ვინც არ იცის გაეცნოს სამეგრელოში არსებული დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ისტორიას.

პროექტის მიზნები:


  • მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის უნარ-ჩვევები; 
  • განუვითარდებათ საკომუნიკაციო უნარები: წერის, კითხვის, მოსმენის, საუბრის.
  • შეისწავლიან ისტორიულ კვლევას, ისტორიული მოვლენების ქრონოლოგიის მიხედვით განლაგებას და გადმოცემას მიღებული ინფორმაციის.
  • პრეზენტაციის უნარის განვითარებას
  • ინტერვიუსთვის საჭირო უნარ-ჩვევების დასწავლა.


მონაწილეთა ასაკი: 

13,14,15  წელი

ვადები, ხანგრძლივობა:  

2  თვე

მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  


  • სკოლაში დადიანების მუზეუმის პრეზენტაცია
  • ბუკლეტები, რომელშიც შევა ის ინფორმაცია და ფოტო მასალა, რომელსაც მოიძიებენ მოსწავლეები.
  • ექსკურსია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში.
  • კედლის გაზეთი
  • Blogger-ის შექმნა. 

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:


  • ინტერნეტი, მუზეუმში შესასვლელი ბილეთი, ფოტოაპარატი, რვეული, საწერკალამი, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, ბროშურები, მარკერი, გუაში. 

პროექტის მსვლელობა:


  • თემასტან შესაბამისი ლიტერატურის,  ძველი გაზეთების,  ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება.
  • ქუჩაში კითხვარის შედგენა: რა იცის მოსახლეობამ  დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შესახებ და რის გაგებას ისურვებდა.
  • სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიების მიხედვით ვიდეოების ჩაწერა, რა ინფორმაცია აქვს   დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შესახებ ჩვენს ბაბუებს და რა ინფორმაცია აქვს დგევანდელ თაობას ვიდეოების ჩაწერა, რათა ნათელი გავხადოთ  რამდენად გადმოგვცეს ჩვენმა წინაპრებმა  და როგრო შევძლებთ მის გადაცემას მომდევნო თაობისათის. 
  • მოძიებული ფოთო მასალებით გამოფენის მოწყობა სკოლაში.
  • პრეზენტაცია სამი სხვადასვხა მიმართულებით: 1.არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული  მასალების , ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტები.  2.უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის პირადი ნივთები  3.რელიგიური სიწმინდეები

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 

ისტორია, გეოგრაფია, რელიგია, ქართული.ხელოვნება.

პროექტის  ხელმღვანელი(მასწავლებელი); 

 ლელა კვარაცხელია

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა  ;

lelekvaracxelia@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი ბლოგი:

 lelakvaracxelia.blogspot.com